თემთა პალატის საგარეო კომიტეტის ანგარიში ღიად აჩვენებს კავშირებს ივანიშვილსა და კრემლს შორის - აქუბარდია

28.03.26 11:43
თემთა პალატის საგარეო კომიტეტის ანგარიში ღიად აჩვენებს კავშირებს ივანიშვილსა და კრემლს შორის - აქუბარდია

თეონა აქუბარდია დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშს ეხმაურება.

მისი თქმით, ეს ანგარიში ღიად აჩვენებს კავშირებს ივანიშვილსა და კრემლს შორის ნარატივების კოორდინაციის კუთხით, მათ შორის, ღია პარალელები არის გაკეთებული რუსეთის ზრახვაზე საქართველოს საგარეო და საშინაო არჩევანის შეცვლის ჭრილში.

ახლა უკვე თემთა პალატის საგარეო კომიტეტის ანგარიში ღიად აჩვენებს იმ კავშირებს, რომელიც არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და კრემლს შორის  - ნარატივების კოორდინაციის კუთხით ანტიდასავლური და მათ შორის, ღია პარალელები არის გაკეთებული რუსეთის ზრახვაზე საქართველოს საგარეო და საშინაო არჩევანის შეცვლის ჭრილში 2008 წლის აგვისტოს ომსა და 2024 წლის სადაო საპარლამენტო არჩევნებს შორის, როდესაც ივანიშვილი მკაფიო ანტიდასავლური ნარატივებით კრემლთან კოორდინირებული გზავნილებით გამოდიოდა", - ამბობს თეონა აქუბარდია. 

  • დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში- სახელწოდებით: "დეზინფორმაციის დიპლომატია: როგორ ცდილობენ მავნე აქტორები დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას" - საქართველოც მოხვდა.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ქვეყნის მთავრობისგან საქართველოს ოფიციალური პირების სანქცირების გაგრძელებას ითხოვს.

ვრცელ ანგარიშში ბრიტანელი კანონმდებლები „ქართული ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკას მიმოიხილავენ და საქართველოს დეზინფორმაციული ომის ერთ-ერთ ეპიცენტრად ასახელებენ, რომელიც, მათი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით რუსული მოდელით იმართება.

დოკუმენტი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოამზადა.