დენის გაძვირებით ცხოვრება დაახლოებით 1/3 - ით გაძვირდა - ანა დოლიძე
“ხალხის პარტიის“ ლიდერი, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ დენის საფასურის 5 თეთრით გაძვირება, რეალურად ნიშნავს, რომ “გაძვირდება ყვეალფერი ჩვენს გარშემო, ისედაც შეუძლებელ გარემოში.“
დოლიძის თქმით, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ ხელისუფლება ემსახურება რუსული კომპანიის უდრტვინველად სამუშაოს გაგრძელებას.
რეალობაში ის კორუფციული ჭაობი, რომელმაც შეჭამა ენერგეტიკის სფერო,პირდაპირ აისახება ჩვენი ცხოვრების დონეზე - აცხადებს დოლიძე.
დღევანდელი გადაწყვეტილებით ცხოვრება დაახლოებით 1/3 - ით გაძვირდა. თონის მცხობელმა ავლაბარში რა უნდა ქნას? ის იძულებული იქნება, რომ გააძვიროს პური. ყველანაირი მომსახურება გაძვირდება. ეს ნიშნავს კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლება ემსახურება რუსული კომპანიის უდრტვინველად სამუშაოს გაგრძელებას, ხელისუფლება ემსახურება და მოცულია ისევ გაუმჭვირვალობით და კორუფციით, რომელიც თვითონ გვაჩვენა რომეო მიქაუტაძის დაკავებით. ქართველი ხალხი გადარჩენისთვის ბრძოლაშია ჩართული. ცალსახაა, რომ ის სპექტაკლი დაიწყეს მხოლოდ იმიტომ, რომ სადღაც კვლევაში წაიკითხეს, რომ ხალხს ფასები აწუხებს, არაფერ შუაშია რეალობასთან, რის გაკეთებას აპირებენ. რეალობაში ის კორუფციული ჭაობი, რომელმაც შეჭამა ენერგეტიკის სფერო, ის დამოკიდებულება, რომელიც არის რუსეთთან, რომ მიბმული ვართ და რასაც გვეტყვიან, იმას ვაკეთებთ, პირდაპირ აისახება ჩვენი ცხოვრების დონეზე. 5 თეთრი თითოეულ ერთეულზე, რეალურად ნიშნავს, რომ გაძვირდება ყვეალფერი ჩვენს გარშემო, ისედაც შეუძლებელ გარემოში, - ამბობს დოლიძე.
სემეკის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ თბილისში, ისევე, როგორც რეგიონებში, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. ამასთან, 1-ელი აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც.