"არ შეიძლება სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნებისთვის" - გიორგი შალუტაშვილი
პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებმა სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს მოუსმინეს.
"ქართული ოცნების" დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა, რომ დღევანდელობაში "სცენა, გარკვეულ პირობებში, პოლიტიკურ სარბიელად აქციეს" და რომ მათ უნდა იმსჯელონ რათა, "შეიქმნან ის ახალგაზრდები, რომლებიც თუნდაც სცენას არ გამოიყენებენ პოლიტიკურ ინსტრუმენტად".
დღეს სცენა, გარკვეულ პირობებში, აქციეს პოლიტიკურ სარბიელად. უნდა ვიმსჯელოთ იმისათვის, რომ კიდევ ახალი გვერდი დაიწეროს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, შეიქმნან ის ახალგაზრდები, რომლებიც ერთის მხრივ არიან ჩვენი ქვეყნის ბიოგრაფიის შემქმნელები, მარა ასევე არიან ის ღირსეული ადამიანები, რომლებიც თუნდაც სცენას არ გამოიყენებენ პოლიტიკურ ინსტრუმენტად. არსებობს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსახიობობა, თუ ნებისმიერი პროფესია გარკვეული ინდულგენიციაა და რომან პოლანსკი ახსენეთ თქვენ, ფრანგული კულტურის სახე, თუმცა საფრანგეთის ხელისუფლებისთვის, ზოგადად კანონისთვის, ეს არ ყოფილა რაიმე ტიპის ინდულგენცია და ჩვენ გვახსოვს, რომ პარიზში მისი დაკავება მოხდა," - თქვა მარიამ ლაშხმა.
მარიამ ლაშხის საპასუხოდ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა თქვა, რომ არ შეიძლება სცენა გამოყენებული იქნას სხვა მიზნებისთვის - "არ შეიძლება საჯინიბო იყოს ქათმების ფერმა".
გიორგი შალუტაშვილის განცხადებით, ყველაზე მოწყვლადები, იოლად დასაზიანებლები და "ასაგდებები" არიან - "[სტუდენტები]" იყვნენ გარკვეული ინსინუაციების მსხვერპლი... 20-25 აქტივისტი ფაქტობრივად აბულინგებდა 600-700 სტუდენტს".
კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა ვიყოთ და რეალურად, დავუშვათ, არ შეიძლება [სცენა] გამოყენებული იქნას სხვა მიზნებისთვის სხვა... ასე ვთქვათ, არ შეიძლება საჯინიბო იყოს ქათმების ფერმა. ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისათვის, რომ გასაგები გამხდარიყო ახალგაზრდებისთვის ბევრი რამ. ახალგაზრდები არიან ყველაზე მოწყვლადი ნაწილი, ყველაზე ი ნაწილი, ყველაზე იოლად ასაგდები და ძალიან აქტიურები იყვნენ ის ადამიანები, ვინც გამოხატავდნენ, რომ რეალურად იყვნენ გარკვეული ინსინუაციების მსხვერპლი და ეს არაერთი შემთხვევა იყო, როცა მოდიოდნენ და ბოდიშს იხდიდნენ იმისათვის, რომ დავუშვათ, რეალურად სხვებს აზიანებდნენ. რეალობა იყო ეს, რომ 20-25 აქტივისტი ფაქტობრივად აბულინგებდა 600-700 სტუდენტს.
ამ ტურბულენტობაში პირდაპირ ეუბნებოდნენ კონკრეტული ძალები, რომ არ დაიწყოთ დიალოგი ლექტორთან, არ დაიწყოთ დიალოგი პედაგოგთან," - თქვა საპასუხოდ გიორგი შალუტაშვილმა.