აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის დავით გაბაიძეს

30.03.26 20:26
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის დავით გაბაიძეს

"TV პირველის" მიერ დასმულ კითხვას დუმილით უპასუხა, ერთ საათში კი გადადგა - დავით გაბაიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან წავიდა. გაუშვეს თუ წავიდა? ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თორნიკე რიჟვაძის დანიშნულმა კადრებმა აჭარის მთავრობაში პოსტები ერთიმეორეს მიყოლებით დატოვეს. გაბაძე რიჟვაძის ქვისლია.

დავით გაბაიძე, აჭარაში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა, მას თითქმის 9 წლის განმვალობაში ეკავა, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტი. ამტკიცებს, რომ გავლენების და თანამდებობის დათმობა თავად მოუნდა, რადგან თავმჯდომარის პოსტზე თავი ამოწურა და დეპუტატად მის როლს ხედავს. აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურთან ახლო ნათესაობა აკავშირებს. გაბაიძისა და თორნიკე რიჟვაძის მეუღლეები ბიძაშვილები არიან. ამიტომ, ჩნდება ლოგიკური კითხვა, ხომ არ მოიშორეს ღარიბაშვილი-რიჟვაძის კიდევ ერთი კადრი. 

გაბაძეს აჭარის უმაღლეს საბჭოში უკვე შემცვლელიც ჰყავს. "პირველების" ინფორმაციით, მის ადგილს მალე ცოტნე ანანიძე დაიკავებს. ანანიძე რიჟვაძესთან საჯარო დაპირისპირებებში იყო, წინა ხელისუფლების დროს, სწორედ რიჟვაძის მამის ჩვენების საფუძველზე გაუშვეს ის ციხეში. 

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში