თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები პასუხობენ

30.03.26 20:48
თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები პასუხობენ

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი დღეს, პარლამენტში მისულ უმაღლეს სახელოვნებო უნივერსიტეტების რექტორებს მიუთითებდა, როგორ და რა უნდა ასწავლონ  მათ თავიანთ უნივერსიტეტებში სტუდენტებს. 

თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შალუტაშვილი მარიამ ლაშხის მსჯელობას სრულად ეთანხმება. ის იზიარებს პოზიციას, რომ თუკი საფრანგეთში მსახიობი დააკავეს, ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაც ჩვეულებრივი ამბავია და რომ მსახიობობა ინდულგენცია არ არის.

"ღამე როგორ გძინავს მეგობარო! რა დაგემართა! რა დაგმართნია?!" - ასე უპასუხა შალუტაშვილს ანდრო ჭიჭინაძის დედამ. 

თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს დღეს არაერთი რამ შეახსენეს - როგორ დაშალეს უნივერსიტეტის ფოიეში შეკრებილი სტუდენტური პროტესტი და რომ შალუტაშვილ ანდრო ჭიჭინაძისთვის თავდებში ჩადგომასაც კი აპირებდა. მსახიობებმა დაუმორჩილებლობა სისტემას დღეს კიდევ ერთხელ დაუფიქსირეს.

დავით ბეშიტაიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც სცენიდან ხმამაღლა თქვა "არა რუსულ კანონს", სცენიდან თქვა თავისი სათქმელი ახალმა თეატრმაც, რომელიც რეგიონებშიც კი გავიდა და ასე გამოხატა სოლიდარობა ანდრო ჭიჭინაძის მიმართ. დათო დოიაშვილი თეატრიდან გაუშვეს, თეატრი დატოვეს სხვა მსახიობებმაც. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში