ვინ აძვირებს მედიკამენტების ფასს - რა პასუხი აქვთ ფარმაცევტულ კომპანიებს

30.03.26 21:09
ვინ აძვირებს მედიკამენტების ფასს - რა პასუხი აქვთ ფარმაცევტულ კომპანიებს

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი ამტკიცებს, რომ მოგების მარჟა და მოგება წარმოების ხარჯების გამოკლებით ერთი და იგივეა. ფასების კომისიაზე წილოსანი ცდილობდა გაერკვია, რა მოგებაა რჩება მედიკამენტების მწარმოებელ ჯი-ემ-ფარმას.

ნინო წილოსანსა და გოჩა გოგილაშვილს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პროცესზე ნეიტრალური დამკვირვებელი აუცილებლად შენიშნავდა, რომ დღეს ჯი-ემ-ფარმა "ოცნებას" სამიზნეში ყავდა ამოღებული. თუ არ გინდათ ადგილობრივი წარმოების მედიკამენტები დავკეტავთ ქარხნებს - თქვა ბიზნესმენმა ბრალდებების საპასუხოდ.

იყიდება თუ არა მედიკამენტები იმაზე ძვირად ვიდრე მისი წარმოება და სააფთიაქო დახლებზე განთავსება ჯდება. ეს იყო საკითხი რომლის გარკვევასაც დღეს ფასების დამდგენი კომისიის სხდომაზე ცდილობდნენ. დღეს წილოსანმა "ავერსი ფარმას" გენერალურ დირექტორს ჰკითხა, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ უფრო მეტ წამალს გაყიდიან რეფერენტულ ფასად, - ანუ ფასად რომლის ზედა ზღვარსაც სახელმწიფო აწესებს.

როგორ ხდება რომ ზოგჯერ აფთიაქში მისულ მოქალაქეებს ბრენდული დასახელების მედიკამენტები უფრო იაფად ხვდებათ ვიდრე მათი შემცვლელები, იგივე გენერიკები? - ბიზნესი ამბობს, რომ ამ უკანასკნელზე გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს, მათ შორის კონკურენცია უმთავრესია და წესით ეს მოქალაქეებისთვის მომგებიანიც უნდა იყოს.

დეტალები ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში