"განაჩენს ნამდვილად არ გავუკვირვებივარ, ველოდი, მაგრამ, რასაც არ ველოდი - ამხელა სოლიდარობაა" - ელენე ხოშტარია

31.03.26 10:43
"განაჩენს ნამდვილად არ გავუკვირვებივარ, ველოდი, მაგრამ, რასაც არ ველოდი - ამხელა სოლიდარობაა" - ელენე ხოშტარია

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს აგზავნის და მისთვის შეფარდებულ პატიმრობას ეხმაურება

ქალი პოლიტიკოსი, ამბობს რომ მოსამართლის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა -"ველოდი, მაგრამ, რასაც არ ველოდი - ამხელა სოლიდარობაა".

წერილში ელენე ხოშტარია მადლობას უხდის სოლიდარობისთვის ყველას და მხარდაჭერას უცხადებს სხვადასხვა მუხლით დაპატიმრებულ პროტესტის მონაწილე ქალებს.

განაჩენს ნამდვილად არ გავუკვირვებივარ, ველოდი, მაგრამ, რასაც არ ველოდი - ამხელა სოლიდარობაა. მორიდების, მადლიერებისა და სიხარულის გრძნობით ვუყურებდი შაბათის მარშს და ვუსმენდი თითოეული თქვენგანის სოლიდარობის სიტყვებს. დიდი მადლობა!

ჩემი სოლიდარობა თამარ ლორთქიფანიძეს, ნანა სანდერს, ანასტასია ზინოვკინას, მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა ტყვეს.

ძალა სოლიდარობაშია!" - წერს ელენე ხოშტარია. 

ცნობისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.

ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: "რუსული ოცნება". ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია. 

მსგავსი სიახლეები