სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილი პატიმრობაში დატოვეს

31.03.26 17:13
სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილი პატიმრობაში დატოვეს

გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილი პატიმრობაში რჩება - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. 

ადვოკატი ჯანო ჭკადუა პატიმრობის 2 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას მოითხოვდა.

პროკურორი მაია ჟვანიამ კი განაცხადა, რომ „არანაირი ახალი გარმემოება არ გამოკვეთილა, რაც აღკვეთის შეცვლის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო“.
შემდეგი სხდომა 29 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება.

მენთეშაშვილი 1 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 3 ნოემბერს,  გზის განმეორებით გადაკეტვის საბაბით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

[პუბლიკა]

მსგავსი სიახლეები