რუსულმა საგარეო დაზვერვამ ნათლად გამოაჩინა მათთვის საშიში და არასასურველი კანდიდატი - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის განცხადებით, რუსულმა საგარეო დაზვერვამ ნათლად გამოაჩინა მათთვის საშიში და არასასურველი კანდიდატი.
მისივე თქმით, "საბჭოთა კავშირის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ეკლესიის დამოუკიდებლობას ისეთი საფრთხე არ ჰქონია":
როგორც დღეს, და მიუხედავად საპატრიარქო კანდიდატის ასაკობრივი შეზღუდვისა, მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია არის ის კანდიდატი, რომელიც შეძლებს სინოდის და სრულიად ეკლესიის საგარეო თუ საშინაო წარმართვას. უხუცესი პატრიარქის გზის გაგრძელებას, ისევ უხუცესი პატრიარქი შეძლებს. მიტროპოლიტ აბრაამს აქვს ცოდნაც და უნიკალური ნიჭიც ადმინისტრაციული მართვის. უსაფუძვლო ნამდვილად არ არის რუსეთის სახელმწიფოს თუ ეკლესიის შიში“, -წერს არქიმანდრიტი.
- ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) განცხადება გაავრცელა.
რუსეთის საგარეო დაზვერვა მსოფლიო პატრიარქს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
СВР ირწმუნება, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს პატრიარქობის კანდიდატებად მიტროპოლიტებს - აბრაამ გარმელიასა და გრიგოლ ბერბიჭაშვილს ლობირებს.
უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი 77 წლისაა და საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. [კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა].