გავრცელებული ინფორმაციით, ხადის ხეობაში მიწა ჩამოიშალა და საფლავები ჩაიყოლა

31.03.26 18:30
გავრცელებული ინფორმაციით, ხადის ხეობაში მიწა ჩამოიშალა და საფლავები ჩაიყოლა

ხადის ხეობაში, სადაც ჩინეთის სახელმწიფო კომპანია ქვეშეთი-კობის გზას აშენებს,  ფერდობი ჩამოიშალა და საფლავები ჩაიყოლა. შემთხვევა გუშინ, 30 მარტს მოხდა. 

ინფორმაცია თავდაპირველად „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ანი ქავთარაძემ გაავრცელა.

წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ათამდე ძველი და ახალი საფლავი.

"პირველები" დეტალებს არკვევს. 

მსგავსი სიახლეები