26 მაისი, რუსთაველის გამზირი! - ქვეყანაში დიდი საპროტესტო შეკრებაა დაანონსებული
დიდი საპროტესტო შეკრებისთვის ოპოზიციურმა ალიანსმა სამობილიზაციო კამპანია დაიწყო. დღეიდან 9 პარტიის ლიდერები მოქალაქეებს თბილისსა და რეგიონებში პირისპირ შეხვდებიან. გაცხადებული მიზანი პროტესტის გაძლიერება და ამ პროტესტში უფრო მეტი ხალხის ჩართვა.
დიდი შეკრებისთვის 26 მაისი სპეციალურად შეირჩა. ოპოზიციური ალიანსი ამბობს, რომ ის რასაც ქვეყანა ამ დღეს აღნიშნავს, საფრთხეშია და დამოუკიდებლობის დასაცავად ერთიანობაა საჭირო. პირველი მასშტაბური შეკრება სწორედ ამ დღეს რუსთაველზე მოხდება. დაანონსების თარიღიც სიმბოლურია. 35 წლის წინ ამ დღეს ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობა რეფერენდუმით აირჩია.
9 პოლიტიკურ პარტია ახლა ცდილობს დასავლეთს უჩვენოს, რომ ქართული ოცნების არა ერთი მცდელობის მიუხედავად ოპოზიცია ქვეყანაში არ განადგურებულა და გაერთიანებაც შეძლო. შეხვედრები ვაშინგტონსა და ბრიუსელში ეს არის ახლა ოპოზიციის გეგმა.