თუ ქვეყანაში ინფლაცია გარბის, ერთადერთი პასუხისმგებელი ამაზე ეროვნული ბანკია - ჯაფარიძე

31.03.26 22:45
თუ ქვეყანაში ინფლაცია გარბის, ერთადერთი პასუხისმგებელი ამაზე ეროვნული ბანკია - ჯაფარიძე

თუ ქვეყანაში ინფლაცია გარბის ამაზე პასუხისმგებლობა არის ეროვნული ბანკი, რადგან ფასების ზრდაზე და ინფლაციაზე ამ ქვეყანაში არსებობს ოფიციალურად ერთადერთი პასუხისმგებელი ორგანო , - ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც პარლამენტში ხდება არის მასკარადი, შოუ გათვლილი იმ ადამიანებზე, საკუთარ მხარდამჭერებზე, რომლებსაც ისინი უყურებენ როგორც ცხვრებს, რომლებსაც მაგდენი არ ესმით და შეგიძლია დააბოლო.

მისივე თქმით, “კვერცხის, როშენის და არაჟნის ფასზე საუბრისას, ვისმენთ სიგიჟეებს, რომელიც არაფერ კავშირშია იმასთან, რომ ქვეყანაში მაღალი ფასები და ინფლაციაა, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ.“

ფასების ზრდაზე და ინფლაციაზე ამ ქვეყანაში არსებობს ოფიციალურად ერთადერთი პასუხისმგებელი ორგანო, ეს არის საქართველოს ეროვნული ბანკი. არსებობს კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, სადაც პირდაპირ წერია, რომ მისი ნომერ პირველი ფუნქცია არის, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, შემდეგ მოდის მეორე, დამატებითი ფუნქცია, ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა.  თუ ქვეყანაში ინფლაცია გარბის, ინფლაცია არის დაგეგმილი ყოველი წლის ბოლოს, როდესაც ბიუჯეტი შედის პარლამენტში, იქ მითითებულია შემდეგი წლის საპროგნოზო ინფლაციის მაჩვენებელი რა არის. ეს მაჩვენებლი თუ ცდება ზემოთ და სულ ცდება, ერთადერთი პასუხისმგებელი ამაზე არის ეროვნული ბანკი. დანარჩენი, რაც ამ შენობაში [პარლამენტში] ხდება, არის მასკარადი, შოუ გათვლილი იმ ადამიანებზე, საკუთარ მხარდამჭერებზე, რომლებსაც ისინი უყურებენ როგორც ცხვრებს, რომლებსაც მაგდენი არ ესმით და შეგიძლია დააბოლო და გამოაშტერო იმით, რომ მოიყვან ვიღაცებს და ალაპარაკებ ხან კვერცხის ფასებს, ხან ახსნევინებ, რომ როშენის ფასი იმიტომ მაქვს მაღალი, რომ ვაბალანსებ არჟანზე ფასს. ვისმენთ სიგიჟეებს, რომელიც არაფერ კავშირშია იმასთან, რომ ქვეყანაში მაღალი ფასები და ინფლაციაა, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ. ეს შოუ და მასკარადი გათვლილია საკუთარ ამომრჩველებზე, რომლებსაც ისინი უყურებენ, როგორც უტვინო ცხვრებს, - განაცხადა ჯაფარიძემ.