ენერგოსისტემა არის ტოტალურად გაუმჭვირვალე, სადაც თამაშის წესებს ადგენს კორუფციული შეთანხმებები -საბა ბუაძე
არის ტოტალურად გაუმჭვირვალე, სადაც თამაშის წესებს ადგენს კორუფციული შეთანხმებები და რამდენიმე სახელი და გვარი ღლიტავს ქართველ ხალხს, მთელი ამ წლების განმავლობაში, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა საბა ბუაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, 5-თეთრიანი ზრდა, ეს არის წარმოუდგენლად დიდი ზრდა, რომელიც მთლიანობაში გამოიწვევს ადამიანების გაღარიბებას.
ენერგოსისტემასა და სფეროში კეთდებოდა ასეულობით მილიონობით დოლარი, რომელიც ჩვენი ჯიბიდან იპარებოდა. ეს იყო და არის სისტემა, რომელიც არის ტოტალურად გაუმჭვირვალე, სადაც თამაშის წესებს ადგენს კორუფციული შეთანხმებები და რამდენიმე სახელი და გვარი ღლიტავს ქართველ ხალხს, მთელი ამ წლების განმავლობაში. 5-თეთრიანი ზრდა, ეს არის წარმოუდგენლად დიდი ზრდა, წარმოიდგინეთ, რომ პენსიონერის იმ მცირე მატებას, 20 ლარს, რომელიც ბიუჯეტით იყო, მთლიანად შეჭამს და კიდევ გადააჭარბებს. მთლიანობაში ეს გამოიწვევს ადამიანების გაღარიბებას და საყოფაცხოვრებო, როგორც მომსახურებაზე ფასის ზრდას, ისე საქონელზე. იცით, რა იწვევს ამას? ლამის 10 წელია უკვე დახურული აქვთ ენერგობირჟა, ეს არის ბაზარი, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა და სადაც უნდა მომხადრიყო გამჭვირვალე წესებით ვაჭრობა ამ ენერგორესურსებით. ამ ბაზრის გახსნა ბოლო წლებში 7-ჯერ გადავადდა, - განაცხადა მან.
ბუაძის თქმით, ენერგეტიკული უსაფრთხოება არის კიდევ ერთი უმძიმესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეს სექტორი არის სრულად დაუცველი, იმ რყევებისგან, რომელიც შესაძლოა, ქვეყანას დაატყდეს თავს.