დარჩიაშვილი დიდ ბრიტანეთში ვერაფერს შეცვლის - გიორგი ბუტიკაშვილი
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ილია დარჩიაშვილის ელჩად დანიშვნა ვითარებას ვერ შეცვლის. კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის შეფასებით, დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობების კრიზისის ფონზე, პრობლემა არა კონკრეტულ პერსონაში, არამედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკაშია.
"ქართულ ოცნებას" დიდი არჩევანი არც აქვს ანუ "ქართული ოცნების" ელჩი იყო, "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი იყო არის სირცხვილი უკვე და ზოგადად, ქვეყნის ღირებულებაზე, ქვეყნის ინტერესებზე უარის თქმა. ამიტომ ვისაც ეს ღირებულებები დაცლილი აქვს, ვინც იცის ინგლისური ენა, ნიშნავენ იმას. პირდაპირი ბმა, რომ ის ღარიბაშვილის კადრი იყო, ამ ეტაპზე "ქართულ ოცნებას" ეს პრობლემა არ უდგას, რომ ის კადრები გამოიყენოს თუ სათავისოდ გამოიყენებს. ბრიტანეთი უყურებს "ქართულ ოცნებას" როგორც რუსეთის წარმოამდგენელს საქართველოში და ასანქციებს სწორედ ამ პაკეტით, რითაც დასანქცირდა რუსეთი, ამიტომ მარტო დარჩიაშვილი ვერ შეცვლის ვერაფერს დიდ ბრიტანეთში, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. ინფორმაცია გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ამ ეტაპზე დაძაბულია. დაწესებულია სანქციები „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენლისა და ორი სატელევიზიო არხის მიმართ.