კალაძე მასშტაბურ კორუფციულ საქმიანობაში თავიდან ფეხებამდე არის ჩაფლული - საბა ბუაძე

01.04.26 11:48
კალაძე მასშტაბურ კორუფციულ საქმიანობაში თავიდან ფეხებამდე არის ჩაფლული - საბა ბუაძე

კალაძე მასშტაბურ კორუფციულ საქმიანობაში თავიდან ფეხებამდე არის ჩაფლული - ამის შესახებ "პირველებთან" საბა ბუაძემ განაცხადა. 

ბუაძე გამოეხმაურა სტუდია მონიტორის სტატიას, სადაც კალაძის მიერ ავტომობილების ყიდვა- გაყიდვაზეა საუბარი. 

ღმერთმა შეარგოს კახა კალაძეს მისი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესი, ეს საერთოდ არ მაწუხებს, მთავარი რაც მაწუხებს მის დეკლარაციასთან და საქმიანობასთან მიმართებაში, არის ის მასშტაბური კორუფციული საქმიანობა, რომელშიც კახა კალაძე თავიდან ფეხებამდე არის ჩაფლული და რომელიც ივსება და მდიდრდება ჩვენი დედაქალაქი სგაოხრებით და ჩვენი დედაქალაის ქონების გაყიდვით და ამ ქალაქში ურბანული გენოციდის განვითარებით", - განაცხადა საბა ბუაძემ.  

კახა კალაძე ძვირადღირებულ მანქანებს ყიდულობს და რამდენიმე თვეში იმავე ფასად ან ოდნავ უფრო მეტად ყიდის. ჩამონათვალშია ფერარი, ლენდ როვერი, ბეემვე, მერსედესი - სტუდია მონიტორის ინფორმაციით, ჯამში 2025 წელს თბილისის მერმა მანქანების გაყიდვიდან შემოსავლის სახით 495-ათასამდე დოლარი და 110 ათასზე მეტი ევრო მიიღო.