გალუზინი: ვიმედოვნებთ, ცნობილი პრობლემების მიუხედავად, ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან განვითარდება

01.04.26 13:55
გალუზინი: ვიმედოვნებთ, ცნობილი პრობლემების მიუხედავად, ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან განვითარდება

რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად იმ დონემდე, რა დონეზეც თბილისი იქნება მზად — ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა და ორ ქვეყანას შორის კულტურულ და სულიერ სიახლოვეზე გაამახვილა ყურადღება.

რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან, ცნობილი პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, ეტაპობრივად განვითარდება იქ, სადაც ორივე მხარე ამისთვის მზადაა, სადაც ეს გვპირდება ურთიერთსარგებელს. ვხედავთ, რომ დღეს აქტიურად ვითარდება ეკონომიკური, სატრანსპორტო, ტურისტული კავშირები. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარე ასევე დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობით, ყველა პოლიტიკური სირთულის მიუხედავად.  და აქაც, მზად ვართ ნორმალიზაციის გზაზე წინსვლისთვის იქამდე, სადამდე მისვლამდეც თბილისია მზად,- თქვა გალუზინმა.