ილია დარჩიაშვილი ბრიტანეთში ელჩად დაინიშნა — რა გათვლა აქვს „ოცნებას“

01.04.26 20:31
ილია დარჩიაშვილი ბრიტანეთში ელჩად დაინიშნა — რა გათვლა აქვს „ოცნებას“

ილია დარჩიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის წევრებს შორის ერთადერთია, რომელმაც ირაკლი კობახიძის პრემიერობის პირობებში სახელმწიფო სამსახურში პოზიცია შეინარჩუნა — ის დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით, რომლებიც ან ბიზნესში გადავიდნენ ან სამართლებრივი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, დარჩიაშვილი დიპლომატიურ მისიას უხელმძღვანელებს ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაზე. სწორედ მას ანდო "ოცნების" ხელისუფლებამ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დაძაბული ურთიერთობების მართვა.

ილია დარჩიაშვილი „ქართული ოცნების“ შიგნით ირაკლი ღარიბაშვილის გუნდთან ასოცირდება. მისი პოლიტიკური კარიერა სწორედ ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში განვითარდა — ჯერ მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. ირაკლი კობახიძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დარჩიაშვილმა თანამდებობა დატოვა, თუმცა მის წინააღმდეგ სამართლებრივი საქმე არ აღძრულა.

დარჩიაშვილის წინაშე არსებული ამოცანა რთულია — საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა. გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა ქართველ პოლიტიკოსებსა და ძალოვნებს, რაც ორმხრივ ურთიერთობებს მნიშვნელოვნად ამძიმებს. გარდა ამისა, ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატა ხელისუფლებას სანქციების პოლიტიკის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

ამ ფონზე მთავარი კითხვა რჩება — შეძლებს თუ არა ილია დარჩიაშვილი სანქციებით და პოლიტიკური დაძაბულობით გართულებული ურთიერთობების სტაბილიზაციას.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები