"ფერარი", "ლენდ როვერი", "მერსედესი" — კალაძის ასიათასიანი ავტობიზნესი
თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაცია მნიშვნელოვან ცვლილებებს აჩვენებს — საბანკო ანგარიშების დიდი ნაწილი პრაქტიკულად განულებულია.
დოკუმენტის მიხედვით, კალაძე საქართველოში მოქმედ უმსხვილეს ბანკებში თანხებს თითქმის არცერთ ვალუტაში არ ფლობს. თანხა მას მხოლოდ „ქართუ ბანკში“ აქვს განთავსებული. პარალელურად, დეკლარაციაში ფიქსირდება კრიპტოვალუტაც — კალაძე 59 ბიტკოინს ფლობს, რომლის ღირებულება ამ ეტაპზე დაახლოებით 11 მილიონ ლარს შეადგენს. კორუფციის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ კრიპტოაქტივების გამოყენება შესაძლოა სანქციებისგან თავის დაცვის ერთ-ერთი გზა იყოს.
დეკლარაციის მიხედვითვე, კალაძეს შეწყვეტილი აქვს თანამშრომლობა ევროპულ ბანკებთან, სადაც წლების განმავლობაში ინახავდა ფინანსურ რესურსებს. ექსპერტები ამას უკავშირებენ საერთაშორისო სანქციების რისკებს, მათ შორის ბრიტანეთის მხრიდან დაწესებულ შეზღუდვებს, რომლებიც აქტივების სწრაფ გაყინვას ითვალისწინებს.
ამავე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ კალაძე აქტიურად იყო ჩართული ძვირადღირებული ავტომობილების ყიდვა-გაყიდვაში. მოკლე პერიოდში განხორციელებული გარიგებები და მიღებული შემოსავალი კორუფციის მკვლევარებში კითხვებს აჩენს — ხომ არ იქცა ავტომობილებით ვაჭრობა თბილისის მერისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროდ.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.