ევროსასამართლო ე.წ. „აგენტების" კანონზე საქმის განხილვა დაიწყო - "ოცნებას" პასუხისთვის ვადა აპრილამდე აქვს

01.04.26 21:10
ევროსასამართლო ე.წ. „აგენტების" კანონზე საქმის განხილვა დაიწყო - "ოცნებას" პასუხისთვის ვადა აპრილამდე აქვს

ევროსასამართლოში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალი დავა იწყება — სტრასბურგმა უნდა დაადგინოს, უქმნის თუ არა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საფრთხეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სარჩელს უკვე მიენიჭა მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი. საქმე ეხება იმ კანონმდებლობას, რომელიც პარლამენტმა მმართველი გუნდის ხმებით დაამტკიცა.

სარჩელი სტრასბურგში „სტუდია მონიტორმა“, „საქართველოს ამბებმა“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიტანეს. პროცესი უკვე დაწყებულია — ევროსასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი კითხვები გადაუგზავნა.

ევროპელმა მოსამართლეებმა უნდა შეაფასონ, რა მიზანი ჰქონდა კანონმდებლობას და ხომ არ იმალება დეკლარირებული მიზნების მიღმა განზრახვა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების და მედიის საქმიანობის შეზღუდვას ისახავს მიზნად.

იუსტიციის სამინისტროს პასუხის გასაცემად ვადა ივლისამდე აქვს. სტრასბურგიდან მიღებული კითხვები ეხება ორგანიზაციების შესაძლო სტიგმატიზაციას, სანქციების პროპორციულობას და უფლებების შეზღუდვის შესაძლო ფარულ მიზნებს. ასევე, სასამართლოს აინტერესებს, რატომ არ მოითხოვეს მოსარჩელე ორგანიზაციებმა კანონის მოქმედების დროებითი შეჩერება.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.