97 მომხრე 12 წინააღმდეგი - ევროსაბჭოს კონგრესმა საქართველოს შესახებ რეკომენდაციები დაამტკიცა
97 მომხრე 12 წინააღმდეგი - ევროსაბჭოს კონგრესმა საქართველოს შესახებ რეკომენდაციები დაამტკიცა. დოკუმენტი ფაქტების დამდგენი მისიის საქართველოში ვიზიტის საფუძველზე მომზადდა და სტრასბურგში უკვე მიღებულია.
რეკომენდაციებში საუბარია პატიმრების გათავისუფლებაზე, წამებაში ბრალდებული პირების დასჯაზე და რეპრესიული კანონების გაუქმებაზე.
დოკუმენტი კონგრესის სხდომაზე განიხილეს, სადაც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა. განხილვისას "ოცნების" გუნდის წარმომადგენლებმა ცვლილებების შეტანა არ მოითხოვეს.
მათი მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენები კონგრესს ძალადობრივ აქტად შეეფასებინა, თუმცა ეს წინადადება დოკუმენტში არ აისახა.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას ჩართვაში.