„ჩვენი დასკვნები საქართველოში დემოკრატიის სერიოზულ უკუსვლას ავლენს“ - სტიუარტ დიქსონი

01.04.26 20:19
„ჩვენი დასკვნები საქართველოში დემოკრატიის სერიოზულ უკუსვლას ავლენს“ - სტიუარტ დიქსონი

სტრასბურგში საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენისას ევროპის საბჭოს კონგრესის მომხსენებელმა სტიუარტ დიქსონმა ქვეყანაში დემოკრატიის სერიოზულ უკუსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო რეკომენდაციების იგნორირება და პოლიტიკური გარემოს დაძაბვა კვლავ პრობლემად რჩება.

ჩვენი დასკვნები დემოკრატიის სერიოზულ უკუსვლას ავლენს. ადგილობრივი დემოკრატიის გაუარესება გრძელდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი დასკვნისას იყო ის რომ, კონგრესის და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოების მიერ გაკეთებული მოწოდებებისა და რეკომენდაციების სრულ უგულებელყოფას ვხედავდით, რომლებიც ეხებოდა ჩვენთვის საჭირო დემოკრატიულ სტანდარტებს. ერთი პარტიის დომინირება გრძელდება. პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო დაიძაბა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების, ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის, ასევე კრიტიკული ხმების სისტემური შეზღუდვის გამო. ეს მოიცავს ახალგაზრდებზე, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებსა და ნებისმიერ დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას. გასულ წელს მიღებულმა კანონმდებლობამ დაარღვია ადამიანის უფლებების ძირითადი ფუნდამენტური თავისუფლებები. ჩვენ აქ ვართ დასახმარებლად და მე მჯერა, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები დღეს აქ მოუსმენენ ამ კრიტიკულ ანგარიშს, წაიკითხავენ მას და გაიგებენ, რომ ჩვენ გვსურს დახმარება, - განაცხადა მან. 

97 მომხრე 12 წინააღმდეგი - ევროსაბჭოს კონგრესმა საქართველოს შესახებ რეკომენდაციები დაამტკიცა. დოკუმენტი ფაქტების დამდგენი მისიის საქართველოში ვიზიტის საფუძველზე მომზადდა და სტრასბურგში უკვე მიღებულია.

რეკომენდაციებში საუბარია პატიმრების გათავისუფლებაზე, წამებაში ბრალდებული პირების დასჯაზე და რეპრესიული კანონების გაუქმებაზე.

დოკუმენტი კონგრესის სხდომაზე განიხილეს, სადაც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა. განხილვისას "ოცნების" გუნდის წარმომადგენლებმა ცვლილებების შეტანა არ მოითხოვეს.

 

მსგავსი სიახლეები