გიორგი ვაშაძე: "ოცნების" რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ხაფანგში მოგვამწყვდია

01.04.26 22:24
გიორგი ვაშაძე: "ოცნების" რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ხაფანგში მოგვამწყვდია

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ხაფანგში მოამწყვდია საქართველოს მოქალაქეები. 

მისი თქმით, როდესაც მოქალაქეები "ოცნებას" ეუბნებიან, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები უსამართლობაა, ისინი პასუხობენ, რომ მათ ეკონომიკა გაზარდეს, რასაც რეალურად განვითარებადი ქვეყნების ხაფანგს უწოდებენ. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ხელწერა ტყუილია". 

პენსიონრების უმეტესობას აქვს სესხი გამოტანილი ბანკიდან. რისთვის გამოიტანა, დასასვენებლად წავიდა პენსიონერი, დაბადების დღე გადაიხადა? - არა, წამალი დასჭირდა და მოუწია სესხის გამოტანა. 

["ქართულ ოცნებას"] რომ ვეუბნებით რომ ეს უსამართლოა, გვეუბნებიან, ჩვენ გავზარდეთ ეკონომიკა რეკორდულად. რეალურად ამას ეძახიან განვითარებადი ქვეყნების ხაფანგს, ამ ხაფანგში მოგვამწყვდია ჩვენ "ოცნების" რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, თორემ მათ რომ ეკონომიკური განვითარება უნდოდეთ იმ 2 მილიარდზე უარს იტყოდნენ, რაც ევროპიდან მოდიოდა? რისთვის იყო ეს 2 მილიარდი - ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის. ინვესტიცია ბოლოს როდის შემოვიდა ქვეყანაში, რამდენი ხანია ჩვენ რამე მსხვილი საინვესტიციო პროექტი არ გვინახავს საქართველოში, ერთი ანაკლიის პროექტი იყო ბოლოს და რა დღეში ჩააგდეს ბადრი [ჯაფარიძე] და მამუკა [ხაზარაძე] თქვენც ხედავთ. როგორი რთულია ამხელა პროექტი წამოიწყო და ხალხს სისხლის სამართლის საქმეები აღუძრეს, ეს არის მათი ["ოცნების"] დამოკიდებულება, მერე მოგვატყუეს რომ ჩინელები აშენებენო, შენდება ანაკლია? ეს ხომ კიდევ ერთი ტყუილია, მათი ხელწერა არის ტყუილი," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

მსგავსი სიახლეები