„ოცნება“ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განახლებას ელოდება - რას ამბობენ პარტიაში

02.04.26 11:30
„ოცნება“ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განახლებას ელოდება - რას ამბობენ პარტიაში

ირაკლი კობახიძესა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონოს საუბრის შემდეგ "ქართული ოცნება" ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაზე სულ უფრო აქტიურად საუბრობს.

"ოცნების" დეპუტატის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის კონტაქტები სხვადასხვა ფორმატში გაგრძელდება. მისი თქმით, შესაძლოა გაიმართოს როგორც ორმხრივი ვიზიტები, ისე შეხვედრები მესამე ქვეყნებში.

ალბათ აქაც ჩამოვლენ, ალბათ ჩვენც ჩავალთ, შეიძლება სხვადასხვა ქვეყნებშიც შევხვდეთ. ეს იქნება ყველა ფორმატი, რომლის გამოყენებაც შეიძლება ამ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. კონკრეტულად რა იქნება, კიდევ გიმეორებთ, ეს რომ საჭირო ყოფილიყო, ბატონი კახი წინასწარ გაახმოვანებდა, - ამბობს შარმანაშვილი.

"ოცნებაშ" ასევე საუბრობენ უკვე მიღებულ სიგნალებსა და სამომავლო კომუნიკაციებზე, რასაც ისინი ურთიერთობების აღდგენის კიდევ ერთ დადებით ნიშნად აფასებენ. 

ახლა ველოდებით პრეზიდენტ ტრამპის ზარს პრეზიდენტ ყაველაშვილთან. საუბარი შედგა იმ საკითხებზე, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს, სტრატეგიული პარტნიორობისთვის მზაობა, რომელიც კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩვენმა ქვეყანამ, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი პოზიტიური სიგნალია იმ გზაზე, რასაც ჰქვია ქართულ-ამერიკული ურთოერთობების განახლება და გაჯანსაღება, - ამბობს ლადო ბოჟაძე. 

გუშინ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა აშშ-სთან ურთიერთობების შესაძლო გაუმჯობესებაზე ისაუბრეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებით, ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შორის გამართული საუბრის შემდეგ არსებობს „ფრთხილი იმედი“, რომ ვაშინგტონი თბილისთან ურთიერთობების გადატვირთვას და თანამშრომლობის გაჯანსაღებას შეძლებს.

ამასთან, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამერიკასთან ურთიერთობებში შესაძლო „გარღვევაც“ დააანონსა. 

პარტიის გენერალური მდივანი ასევე მიანიშნებს აპრილში დაგეგმილ ვიზიტებზე, რაც, მისი შეფასებით, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს.

 

მსგავსი სიახლეები