"სავარაუდო არის, რომ სხვა დასავლური ქვეყნებიც გაამკაცრებენ [სავიზო რეჟიმს]" - გიორგი მელაშვილი შვეიცარიის გადაწყვეტილებაზე

02.04.26 15:48
"სავარაუდო არის, რომ სხვა დასავლური ქვეყნებიც გაამკაცრებენ [სავიზო რეჟიმს]" - გიორგი მელაშვილი შვეიცარიის გადაწყვეტილებაზე

"ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებლის, ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილის განცხადებით, შვეიცარიის მსგავსად, საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლად, სავარაუდოდ, სხვა დასავლური ქვეყნებიც შეაჩერებენ.

გიორგი მელაშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი მაგალითები უკვე გვინახავს, როდესაც შეერთებულმა შტატებმა სავიზო რეჟიმი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის გაამკაცრა. 

ევროკავშირის მიერ "ქართული ოცნებისთვის" სავიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ სხვა ევროპული და დასავლური ქვეყნებიც მიყვებოდნენ. შვეიცარია არის ერთი ქვეყანა, სავარაუდო არის, რომ ნორვეგიაც იგივეს იზამს, სავარაუდო არის, რომ სხვა დასავლური ქვეყნებიც გაამკაცრებენ და ამისი მაგალითი ჩვენ გვაქვს - შეერთებულმა შტატებმა მაგალითად გაამკაცრა სავიზო რეჟიმი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არა მარტო "ქართული ოცნების" და ამაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე "ოცნების" საგარეო პოლიტიკას ეკისრება," - განაცხადა გიორგი მელაშვილმა. 

ცნობისთვის, შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ.

გადაწყვეტილება 3 აპრილიდან ამოქმედდება.