თბილისის უფასო სასადილოების საკითხი ყველა შემთხვევაში მიდის კახა კალაძემდე - თაზო დათუნაშვილი
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ თბილისის უფასო სასადილოებიდან ფულის მოპარვის საკითხი ყველა შემთხვევაში მიდის კახა კალაძემდე.
- სუს-ის მიერ გაშიფრულის სქემით, უფასო სასადილოებიდან მილიონებს იპარავდნენ.
დათუნაშვილის ტქმით, თუ ამჯერადაც, როგორც ეს ბაღების საკითხის შემთხვევაში იყო, კახა კალაძეს გვერდს აუვლიან, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ კლანური დაპირისპირება გრძელდება.
თბილისის უფასო სასადილოების საკითხი ყველა შემთხვევაში, 100%-ით დადასტურებულად აუცილებლად მიდის კახა კალაძემდე. თუ ამჯერადაც, როგორც ეს ბაღების საკითხის შემთხვევაში იყო, გვერდს აუვლიან ამ პროცესში კახა კალაძეს, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ კლანური დაპირისპირება გრძელდება და ერთი კლანის აკდრებსი წმენდა მიმდინარეობს მეორე კლანის მიერ. ამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას არავინ არ დაიჯერებს, მანამ, სანამ ეს ბრძოლა არ შეეხება კახა კალაძეს, როგროც ყველაზე სამარცხვინო კორუფციონერს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
სუს-ი ამბობს, რომ მოპარულია უფასო სასადილოებში გაჭირვებული ბენეფიციარების კვებისთვის გამოყოფილი მილიონები - დაკავებულია სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და ერთი თანამშრომელი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით - 26 513 573 ლარი.
- შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“.
სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.
კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.