კალაძის გარშემო დიდი კომპრომატების თავმოყრის სპეცოპერაციაა - მჟავანაძე უფასო სასადილოებიდან ფულის მოპარვის საქმეზე

02.04.26 18:12
კალაძის გარშემო დიდი კომპრომატების თავმოყრის სპეცოპერაციაა - მჟავანაძე უფასო სასადილოებიდან ფულის მოპარვის საქმეზე

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, დავით მჟავანაძე ამბოვს, რომ უფასო სასადილოებიდან ფულის მოპარვის საქმე, რომელზეც სუს-მა საზოგადოებას დღეს განუცხადა, კალაძის გარშემო დიდი კომპრომატების თავმოყრის სპეცოპერაციაა.

მჟავანაძის თქმით, დასახელებული კომპანია „Aladashvili & co“ დიდი ხანია იყო შემჩნეული, რომ ის  უხარისხოდ ასრულებდა სამუშაოებს და უხარისხო საკვებს აწვდიდა უფასო სასადილოებს, თუმცა რადგან ის "ოცნებასთან" იყო დაკავშირებული,ა ამაზე რეაგირება შესაბამის უწყებებს არ ჰქონიათ.  

როგორც მჟავანაძე ამბობს, ახლა კალაძე ხდება დამოკიდებული ივანიშვილის და კობახიძის კეთილ ნებაზე, თუ როდის მოხდება მისი დაკავება ან არ მოხდება. 

„Aladashvili & co“  არის ძალიან სტაჟიანი სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია. შავ სიაში იყო ეს კომპანია შესული იმის გამო, რომ უხარისხოდ ასრულებდა სამუშაოებს და უხარისხო საკვებს აწვდიდა, თუმცა ამაზე არასდროს არ ჰქონია რეაგირება სუსის ანტიკორუფციულს და არც სხვა უწყებებს. არცერთ ნაწილში პასუხისმგებლობა არ ჩანს, არც კახა კალაძის და არც ამ რაიონის გამგებლების და არც არცერთი საჯარო მოხელის, მაშინ როცა უამრავი საბუთი არსებობს იმისა, რომ ყველა ტენდერი იყო მორგებული ამ პირებზე, იყო რაღაც კორუფციული რისკები. საქმე, რაც  გამოჩნდა, ჩემი ღრმა რწმენით, არის კახა კალაძის გარშემო დიდი კომპრომანტების თავმოყრის სპეცოპერაცია, რა დროსაც კახა კალაძე ხდება მოწყვლადი და დამოკიდებული ივანიშვილის და კობახიძის კეთილ ნებაზე, თუ როდის მოხდება მისი დაკავება,  თუ არ მოხდება. გარდა ამისა, აშკარად შეიცავს ბაზრის მოსუფთავებსი ნიშნებსაც", - აცხადებს დავით მჟავანაძე. 

სუს-ი ამბობს, რომ მოპარულია უფასო სასადილოებში გაჭირვებული ბენეფიციარების კვებისთვის გამოყოფილი მილიონები - დაკავებულია სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და ერთი თანამშრომელი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით - 26 513 573 ლარი.

  • შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“.

სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.

კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.