ახალი მოლოდინი და ახალი თარიღი - "ოცნება" აანონსებს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში "გარღვევა" დაიწყება
ახალი მოლოდინი და ახალი თარიღი. ოცნება აანონსებს, რომ აპრილში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში "გარღვევა" დაიწყება.
კახა კალაძე ვაშინგტონთან ურთიერთობების გარდამტეხ ეტაპზე ალაპარაკდა. დედაქალაქის მერმა კალენდარში ახალი საკვანძო თარიღი მონიშნა და რამდენიმე სიტყვიანი მინიშნებებით დაანონსა, რომ პარტნიორულ კავშირებში სიახლეები მწიფდება.
ეთერში გაკეთებული ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კალაძე რიტორიკას ცვლის, თავშეკავებულია, კონკრეტიკის ნაცვლად კი ისევ ზოგად მოლოდინებზე საუბრობს.
რუბიოს ერთმა ზარმა ქართული ოცნების რიტოტიკა სრულად შეცვალა. ახლა აღარც გლობალური ომის პარტიაზე ლაპრაკობენ, აღარც ომში ჩათრევის მცდლეობაზე და აღაც დიფსთეითზე.
ვინც რუბიოს ელაპრაკა ის არ ჩანს, კობახიძე ამ თემაზე ჟურნმალისტებთან არ ულაპარაკია, არადა ყველაზე მეტი მან იცის, რა დაპირება მიიღო ვაშინგტონიდან. კობახიძესა და რუბიოს შორის გამართული სატელეფონო საუბარი, მიუხედავად განსხვავებული ინტერპრეტაციებისა უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა და ახლა კითხვაა რა მოხდა ამის შემდეგ. პარლამენტში დეპუტატები ამბობენ, რომ ან თბილისში ამერიკელები ჩამოვლენ ან ვაშინგტონში ოცნება ჩავა.
თუ ტრამპის ადმინისტრაცია ურთიერთობებს აღადგენს, ეს იქნება სიგნალი, რომ ვაშინგტონი რეგიონის უსაფრთხოებაში ინვესტირებისთვის მზადაა. ეს ავტომატურად ზრდის მის პოლიტიკურ წონას და გავლენას სამხრეთ კავკასიაში, სხვა მოთამაშეების როლი კი სუსტდება. ამიტომ სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნის ეროვნული ინტერესია. თუმცა ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს ვერ მოხდება თამაშის ძველი წესებით.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.