კიდევ ერთი სანქცია "ოცნების" ანგარიშზე - შვეიცარიამ ივანიშვილის გუნდის წევრებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა

02.04.26 20:25
კიდევ ერთი სანქცია "ოცნების" ანგარიშზე - შვეიცარიამ ივანიშვილის გუნდის წევრებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა

ქართული ოცნების ანგარიშზე კიდევ ერთი სანქციაა. ხვალიდან ივანიშვილის გუნდის წევრები უვიზოდ გამგზავრებას შვეიცარიაშიც ვეღარ შეძლებენ. გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მიიღო და განმარტა, რომ არასანდოდ მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპოსრტების მფლობელებს მიიჩნევს, რიგითი მოქალაქეები კი შვეიცარიაში მოგზაურობას ისევ უვიზოდ შეძლებენ.

მას შემდეგ რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა ახალი ევროპული სანქციის შესახებ გაიგეს, შეზღუდვების გაუფასურება დაიწყეს. ზოგი ფიქრობს, რომ სანქცია ჯილდოა, ზოგი კი ამტკიცებს რომ ძვირიან ქვეყანაში მოგზაურობა მათ გეგმებში ისედაც არ შედიოდა.

შვეიცარიაა ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ქვეყანა შენგენის ზონის წევრია, სრულად გაიზიარეს ევროკავშირის ერთიანი გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ.

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებით ცნობილი ხდება უფრო მეტიც. შვეიცარიამ საქართველოსთან ვიზების გაცემის წესის გამარტივებასთან დაკავშირებით დადებული შეთანხმების რამდენიმე მუხლიც შეაჩერა, რაც ქართულ ოცნებას კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აყენებს.

დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

 

ქართული ოცნების წინააღმდეგ პერსონალური სანქციებისა და საერთაშორისო მექანიზმების გააქტიურების აუცილებლობაზე დღეს ჰააგაშიც მსჯელობდნენ. ნიდერლანდების პარლამენტში 3-მა მომხსენებელმა ჰოლანდიელ დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს როგორ ართმევს მომავალს ივანიშვილის პარტია საქართველოს მოსახლეობას. დღის წესრიგში დააყენეს მოსკოვის მექანიზმის დასკვნით გათვალისწინებული  რეკომენდაციების შესრულება.