მოლდოვას პრორუსი ექს-პრეზიდენტი თბილისში - იგორ დოდონი "ოცნებას" აქებს

02.04.26 20:30
მოლდოვას პრორუსი ექს-პრეზიდენტი თბილისში - იგორ დოდონი "ოცნებას" აქებს

მოლდოვას ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი საქართველოში, მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ ჩამოვიდაა. მოლდოვის პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც "ქართული ოცნება" მასპინძლობს მხოლოდ პრორუსული პარტიების წევბრებით არის დაკომპლექტებული. დელეგაციის შემადგენლობაში არ იყო არც ერთი დეპუტატი მაია სანდუსს პარტიიდან. მიზეზი თავად დოდონმა ახსნა. მოლდოვას პროევროპელ პრეზიდენტს ქართულ ოცნებასთან საუბარი არ სურს.

იგორ დოდონთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველებმა ჩავწერეთ. იგორ დოდონმა "ქართულ ოცნებას" ქება დიდება არ დააკლო და თქვა, რომ საქართველო მოლდოვასთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს. ამ განცხადებას აკეთებს ადამიანი, რომელიც გამოძიებელმა ჟურნალისტებმა რუსეთიდან შავი ფულის აღებაში ამხილეს. 

ოცნების დეპუტატები დახურული მოლაპარაკებების დეტალებზე არ საუბრობენ, ღიად ვერც იმის თქმას ბედავენ, რომ პრორუსული პოლიტიკური ჯგუფები მოლდოვადან თბილსში თავად მოიწვიეს.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.