პაპუაშვილი ამბობს, რომ "მიესალმება", თუ ანაკლიის პორტში ამერიკული ინვესტიცია ჩაიდება
~
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "მიესალმება", თუ ანაკლიის პორტში ამერიკული ინვესტიცია ჩაიდება - დღეს "ოცნების" ლიდერმა თქვა, რომ მთავარია ანაკლიის პორტის აშენება და ფუნქციონირება, შესაბამისად, მათთვის ყველა ინვესტიცია მისაღებია.
ჩვენ არ ვსაუბრობთ პირობების წამოყენებაზე არც ჩვენი მხრიდანდ არც აშშ-ს მხრიდან, არასდროს არანაირი პირობა ამ მხრივ წამოყენებული არ არის, ჩვენთვის მთავარია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი შუა დერეფნისა, რაც არის არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ინტერესებში, ეს არის მათ შორის რეგიონალურ ინტერესებშიც, განსაკუთრებით ევროპა-აზიის დაკავშირების მხრივ, რომ ეს პორტი აშენდეს და ფუნქციონირებდეს, მივესალმებით ნებისმიერ უცხოურ ინვესტიციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისია, ამ მხრივ ამერიკული ინვესტიციები ყოველთვის მისასალმებელია. სამწუხაროდ, ვერ გავუღვივეთ ინტერესი ამერიკელ ინვესტორებს, მიუხედავად იმის, რომ მიზანმიმართულად იყო მცდელობა ჩვენი მხრიდან და არ დაგვიკლია არანაირი მცდელობა, დაგვეინტერესებინა არა მხოლოდ ეკონომიკური ინვესტორები, არამედ ამერიკის ხელისუფლებაც, მათ შორის, რომ მათ წაეხალისებინათ საკუთარი ბიზნესსექტორი, რომ ჰქონოდათ ინტერესები ინვესტიცია ჩაედოთ ანაკლიის პორტში. ვნახოთ, რასთან დაკავშირებით აქვთ ინტერესი, ან არ აქვთ, - თქვა პაპუაშვილმა.
სპეციალისტების თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკულმა დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი პორტებით დაიწყო და შეხვედრებს ეკონომიკურ სექტორთან მართავს.
ექსპერტები ამბობენ, რომ ანაკლიის პორტს შეუძლია გააძლიეროს საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს შუა დერეფნის განვითარებას, მაგრამ ამისთვის ქართული ოცნების პოლიტიკური ნებაა საჭირო.
თითქმის 2 წელია პროცესი გაყინულია, ტრამპოს მიერ სანქცირებული ჩინური კომპანია ქართული ოცნებამ სწორედ 2024 წელს გამოაცხადა ანაკლიის პროექტში გამარჯვებულად და თქვა, რომ მალე ხელშეკრულებასაც გააფორმებდა.