ჩვენი მზაობაა მოლაპარაკება შედგეს ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი - მდინარაძე

27.03.21 15:46
 ჩვენი მზაობაა მოლაპარაკება შედგეს ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი - მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, მმართველი პარტია მზადაა მოლაპარაკება აწარმოოს ყველაზე დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალასთანაც. მდინარაძის თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან არსებულ საკითხებზე კომპრომისული ნაბიჯები არსებობს.

ამ ფონზე მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი მზაობაა მოლაპარაკება შედგეს ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი, ბუნებრივია, როგორც აქამდე იყო ისევ ისე რჩება დღის წესრიგში. ყველა საკითხზე, რაც განსახილველად დევს მოლაპარაკების მაგიდასთან, არსებობს ან უკვე გადადგმული ნაბიჯები, ან გვაქვს კომპრომისული წინადადებები და ასევე, გვაქვს საკითხის გადაწყვეტის გზები, რომელზეც იყო საუბარი, მათ შორის, მოლაპარაკებათა მაგიდასთან და მის დროს. შესაბამისად, თუ ოპოზიციის მხრიდან გადმოდგმული იქნება რაიმე სახის კონსტრუქციული ნაბიჯი, ჩვენ უკვე შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დამთავრებას და ეს არ არის მხოლოდ პარტიების ინტერესი და პარტიების ინტერესზე არ უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენ. უნდა ვსაუბრობდეთ ქვეყნის ინტერესზე და ქვეყნის ინტერესია, ამ რთული გამოწვევების ფონზე ჩვენ მივაღწიოთ შეთანხმებას, რათა ერთად გავაგრძელოთ მუშაობა და არა ასე დესტრუქციულ რეჟიმში, როგორც პანდემიისგან მიყენებული ზიანის, ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრაზე, ასევე სხვა საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის, - თქვა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები