"არავინ შიმშილობს საქართველოში" - "ოცნების" დეპუტატი
„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, დაჯი კოვზირიძემ ყურადღება სოციალურად დაუცველთა ბავშვთა რიცხვზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბავშვთა საკვები და მოვლის საშუალებები ძალიან ძვირი ღირს.
ძალიან რთულია, ბატონო შოთა, რომ პამპერსი და ბავშვთა მოვლის საშუალებები საქართველოში ღირს ძალიან ძვირი. ის, რაც თქვენმა მთავრობამ გააფუჭა, თქვენ ვერ გამოასწორებთ, - თქვა კოვიზირიძემ.
აღნიშნული გააპროტესტა "ოცნების" დეპუტატმა შოთა ბერეკაშვილმა და თქვა, რომ ფასების კომისიის სხდომა "პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ არის".
არავინ შიმშილობს საქართველოში, - თქვა პასუხად ბერეკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ფასების კომისიის მორიგი სხდომა იმართება, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან.