რუსეთი გულწრფელად ცდილობს, აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ თანამედროვე, კომფორტული ქვეყანა იყოს - პუტინი

03.04.26 17:11
რუსეთი გულწრფელად ცდილობს, აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ თანამედროვე, კომფორტული ქვეყანა იყოს - პუტინი

რუსეთი აფხაზეთის ეკონომიკურ და უსაფრთხოების მხარდაჭერას გააგრძელებს — ამის შესახებ სერგეი კირიენკომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, სადაც ვლადიმერ პუტინის მიმართვა გააჟღერა.

მისი თქმით, მოსკოვი აფხაზეთის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით უწყობს ხელს, მათ შორის განათლებისა და ენერგეტიკის სფეროებში — იგეგმება კოლეჯების რეკონსტრუქცია, სკოლის მშენებლობა და ენერგოსისტემის განახლება.

ფორუმზე ასევე აღინიშნა, რომ რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობა სტრატეგიული ხასიათისაა და მოიცავს სოციალურ მხარდაჭერასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

„რუსეთ-აფხაზეთის პარტნიორობა ყოვლისმომცველია, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა პერსპექტიულ სფეროში ენერგიულად მუშაობის გაგრძელება და პროექტების განვითარება სხვადასხვა სფეროში. რუსეთი გულწრფელად ცდილობს, რომ აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ თანამედროვე, კომფორტული ქვეყანა იყოს“, - აღნიშნული იყო მიმართვაში.