გვსურს, რაც შეიძლება სწრაფად გავიგოთ, რა განაჩენი დადგება ნიკა მელიას საქმეზე - ადვოკატი

03.04.26 17:43
გვსურს, რაც შეიძლება სწრაფად გავიგოთ, რა განაჩენი დადგება ნიკა მელიას საქმეზე - ადვოკატი

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილი განმარტავს, რატომ გახადეს მტკიცებულებები უდავოდ. ამის შესახებ ინტერესების დამცველმა სასამართლო პროცესის შემდეგ ისაუბრა. 

უფლებამდაცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მიიჩნევს, რომ პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებს გაცდენილია, ამიტომ, სურს, რომ საქმე შემჭიდროვებულ ვადებში იქნას განხილული. 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ნიშნავს ბრალის აღიარებას ან გამოძიებასთან თანამშრომლობას. 

კიდევ ერთხელ ვაჟღერებ ნიკა მელიას პოზიციას, რომ მას მიაჩნია, რომ ეს არ არის მასთან მიმართებით სამართლებრივი პროცესი, ამიტომაც ერთადერთი, სწრაფად გავიგოთ რა შედეგი უნდა დადგეს აღნიშნულ საქმეზე, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მასთან მიმართებით სასამართლომ - დატოვონ ხანგრძლივად ციხეში თუ გამოიყენონ სხვა ალტერნატიული სასჯელი, ამის გამო ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ის აღიარებს ან რაიმე სახით თანამშრომლობს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ იქნას დეტალურად გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელიც არის საქმეში, აქედან გამომდინარე, დავაყანეთ შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად იქნას ჩატარებული შემჭიდროებულ ვადებში სამართალწარმოება, რათა გავიგოთ, რას აპირებს ნიკა მელიას მიმართები სასჯელის კუთხით. ეს ეპიზოდი შეეხება იმ სასამართლო პროცესს, როდესაც ნიკა მელიას უკანონო გატაცების მაგივრად, იგი თავად დააჯარიმეს 5 ათასი ლარით, ამიტომ არარელევანტურად მიგვაჩნია სამართლებრივ კაზუსტიკაში შესვლა და მტკიცებულებების გამოკვლევა. საბოლოო ჯამში, უნდა დადგეს შედეგი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც უფრო სრწფად გავიგებთ ამ შედეგს, - ამბობს გიორგი კონდახაშვილი. 

მელიას ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან. ქოჩქიანი 2025 წლის ნოემბერში ნიკა მელიას ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავდა. მან ლისის ტბის ასახვევთან დაკავებისას პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით მელია 5 000 ლარით დააჯარიმა.