როგორ მოიპარეს უფასო სასადილოებიდან მილიონები - რა არგუმენტები აქვს კალაძეს
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მერიის უფასო სასადილოებთან დაკავშირებულ ფინანსურ დარღვევებზე პასუხისმგებლობა მის უწყებას არ ეკისრება. მისი თქმით, მერიის ფუნქცია მხოლოდ სანიტარული ნორმების კონტროლია და არა ის, თუ როგორ განკარგავენ დაქვემდებარებული ორგანიზაციები ბიუჯეტურ სახსრებს.
მერის პოზიცია კრიტიკის საგანი გახდა, რადგან ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა ვალდებულია აკონტროლოს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურების საქმიანობა.
საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც, კომპანია, რომელიც თბილისის ოთხ რაიონში — ისანში, მთაწმინდაზე, კრწანისსა და ჩუღურეთში — უფასო სასადილოებს მართავდა, დაახლოებით 3.5 მილიონი ლარის მითვისებაშია ეჭვმიტანილი.
გამოძიების ვერსიით, დარღვევები ხორციელდებოდა იმ პირობებში, როდესაც რიგი შესყიდვები კონკურენციის გარეშე ტარდებოდა, რაც დამატებით კითხვებს აჩენს კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობასთან დაკავშირებით.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.