"ოცნებამ" აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთა დააანონსა - რეალური შანსი თუ ცრუ მოლოდინი?

03.04.26 20:44
"ოცნებამ" აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთა დააანონსა - რეალური შანსი თუ ცრუ მოლოდინი?

ნიდერლანდების პარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული განხილვის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა მედიისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთა.

ჰააგაში გამართულ შეხვედრაზე მესამე სექტორის წარმომადგენლებმა უცხოელ დეპუტატებს საქართველოში არსებული ვითარება, მათ შორის ივანიშვილის გუნდის პოლიტიკა და მიმდინარე პროცესები გააცნეს და საერთაშორისო პარტნიორებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდეს.

პაპუაშვილის განცხადებით, მსგავსი აქტივობები ქვეყნის ინტერესებს აზიანებს და გარე ძალებთან თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარეობს.

ამასთან, "ოცნების" რიტორიკაში შესამჩნევია ცვლილება დასავლელ პარტნიორებთან მიმართებით, განსაკუთრებით აშშ-ს მიმართულებით, სადაც ბოლო პერიოდში ტონი შედარებით შერბილდა.

მიუხედავად ამისა, "ოცნების" ხელისუფლება კვლავ აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ელოდება, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.