რატომ მოითხოვა ირანის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა?
შალვა პაპუაშვილი ირანის ელჩის განცხადებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს დუმილს ამართლებს, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატის მხრიდან გავრცელებული ფრაზა, „ვინც ტრამპს მხარი აუბა, ფასის გადახდა მოუწევს“, საზოგადოებაში კითხვებს აჩენს.
როგორც ირკვევა, ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი საგარეო საქმეთა სამინისტროში უწყების მხრიდან დაბარების გარეშე, საკუთარი ინიციატივით მივიდა. შეხვედრის დეტალები უცნობია, რადგან საგარეო უწყებას ამ დრომდე ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია და ინფორმაცია მხოლოდ თავად ელჩის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით გახდა ცნობილი.
ივანიშვილის გუნდში შეფასებები განსხვავებულია — „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერიდებიან განცხადების საფრთხის შემცველად შეფასებას, თუმცა ეკა სეფაშვილმა დიპლომატის სიტყვები პრობლემურად მიიჩნია და განმარტების გაკეთება სცადა.
ელჩის განცხადება დაემთხვა რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას, მათ შორის ირაკლი კობახიძესა და მარკო რუბიოს სატელეფონო საუბარს და თბილისში ამერიკის საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოფრენას.
ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ირანის ელჩის მუქარანარევი განცხადება შესაძლოა შიდა პოლიტიკურ პროცესებთან იყოს კავშირში და მმართველ გუნდთან კოორდინაციაც არ გამოირიცხოს.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.