ექსკლუზივი: ვინ დგას რუსეთიდან დენის შემოტანის უკან

04.04.26 20:58
ექსკლუზივი: ვინ დგას რუსეთიდან დენის შემოტანის უკან

1 აპრილიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს ელექტროენერგიის გადასახადი გაეზარდა - დენი 33% გაძვირდა.

სემეკმა ფასის  ზრდის სამი მეზეზი დაასახელა: 

  1. იმპორტი - საქართველო დენს უცოეთში ყიდულობს;
  2. ავარიული ქსელის რეაბილიტაცია ;
  3.  გაზრდილი მოხმარება

საიდან შემოდის დენი საქართველოში? 

ქვეყანაში დენი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის.  ადგილობრივი თბო და ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებული ელექტრო ენერგია საქართველოს აღარ ჰყოფნის, ამიტომ დენს ვყიდულობთ მეზობლებისგან. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რუსეთი მთავარი მომწოდებელი გახდა. 

აქ არის ერთი საინტერესო დეტალი:  საქართველო დენს პირდაპირ რუსეთის და აზერბაიჯანის ენერგო კომპანიებისგან არ ყიდულობს. ექსპერტების თქმით, რაც "ქართულ ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში გაჩნდნენ შუამავალი კომპანიები.

"საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" მონაცემებით, ვახტანგ ამბოკაძე რუსეთიდან ელექტროენერგიის მთავარი იმპორტიორია. მისი ოფისი თბილისში იმავე შენობაშია რეგისტრირებული,  სადაც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიებია. 

რა ვიცით ვახტანგ ამბოკაძის შესახებ?

ვახტანგ ამბოკაძე ესკო-ს ყოფილი გენერალური დირექტორია, ესკო სახელმწიფო კომპანიაა. ამ თანამდებობის დატოვებიდან ერთ დღეში, ის რუსული „ინტერ რაო საქართველოს“ დირექტორი გახდა, რომლის ერთადერთი კლიენტი 2019-2020 წლებში ესკო იყო. ამის შემდეგ ამბოკაძე კომპანიას "ლუქს ენერჯი ტრეიდინგს" აფუძნებს  და რუსეთიდან დენის შემომტანი ხდება. 

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, რუსეთიდან დენის შემომტან კომპანიის, "ლუქს ენერჯი ტრეიდინგის" 49.9 პროცენტიან წილს,  ახლა ვახტანგ ამბოკაძე ფლობს, თუმცა 2022 წლის ივნისამდე კომპანია "ეი ვი ჯი ჯორჯიას" ეკუთვნოდა. ამ კომპანიის მინდობილი პირი კი  ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესების მმართველი რატი ღვიმბერია, დირექტორი კი ღვიმებერი და ხატია ღვიმბერია იყო.  წილი ესკოს ექსშეფის კუთვნილმა "ლუქს ენერჯი ჰოლდინგმა", მხოლოდ 2022 წლის ივნისში გადაიფორმა, უცნობია, რამდენი გადახადა ჩინოვნიკმა ენერგო ბიზნესის წილებში.  

"შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, რომ როდესაც რუსეთიდან დენის  შემომტანად, კომპანია "ბლექსი ენერჯი ტრეიდინგში" ფუძნდებოდა, დოკუმენტები რეესტრში ისევ ვანო ჩხარიშვილის ბიზნესების მმართველის დამ მიიტანა. ნოტარიუსი, კი რომელსაც საბუთები უნდა გაეფორმებინა, ჩხარტიშვილის ოფისში აღმაშენებლის გამზირზე მიიყვანა. 

რა საჭიროა შუამავალი, როცა სახელმწიოფოდ შეუძლია, დენი პირდპაირ იყიდოს რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანიისგან?

ეკონომისტეებს უჩნდებათ კითხვა, შეიქმნა თუ არა ეს რგოლი, რომ ხალხის მიერ ელექტროენერგიის გადახდილი გადასახადებით დიდი მოგება ოცნებასთან დაკავშირებულმა ბიზნესმენებმა ნახოს.

რამდენს უმატებენ ელექტროენერგიის ღირებულებას საშუამავლო კომპანიები? -  პასუხს ამ კითხვაზე TI-მ ოფიციალუირ დოკუმენტებში მიაკვლია. შუამავალი დენის ფასს 17 % ზრდის. ბოლო დეკლარაციით, რომელიც რუსეთიდან დენის შემომტანმა კომოანიით შეავსო მათი მოგება, 16 მილიონ ლარზე მეტი იყო. საბა ბუაძე ამბობს, რომ ეს ადგილი ენერგო ბიზნესში ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ გავლენებით მოიპოვა. 

კიდევ რა აძვირებს დენს? 

იმპორტირებული ძვირიანი ელექტროენერგიის  გარდა,  დენის ტარიფს  გაზრდილი მოხმარება აძვირებს. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის 11 თვეში საქართველომ რეკორდული 13 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია მოიხმარა.  ყველაზე მსხვილ შემსყიდველებს შორის კრიპტო ბიზნესია. 

სემეკმა  2025 წლის 11 თვეში ელექტრო ენერგიის ყველაზე მსხვილი მომხმარებლები დაასახელა. ბი ეფ დისი ჯორჯია და ეიატექ სოლოუშენი ჩამონათვალში მეორე ადგილს იკავებენ. ამ კრიპტო მაინინგ კომპანიებმა 2025 წელს 403 მილონი კილოვატი მოიხმარეს. 

რატომ გაძვირდა დენი? - მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი