შსს სადიგოვის დაკავებას ადასტურებს - ცნობილია, რას ედავებიან ჟურნალისტს

05.04.26 00:27
შსს სადიგოვის დაკავებას ადასტურებს - ცნობილია, რას ედავებიან ჟურნალისტს

შინაგან საქმეთა სამინისტრო  საქართველოში მცხორები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის დააკავებას ადასტურებს.

გელა გელაძის უწყება ჟურნალისტს სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფას ედავება.

საქმე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაწყებული.

შსს-ცნობით, აფგან სადიგოვი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლოში წარდგენისა და საქმის დროულად განხილვის მიზნით, 4 აპრილს დააკავეს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.

აფგან სადიგოვი წარდგება სასამართლოს წინაშე, სადაც ზეპირ სხდომაზე მოსამართლე იმსჯელებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი სახდელის დაკისრებაზე"-წერს უწყება.