ილჰამ ალიევი თბილისშია - აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს, შემდეგ კი ირაკლი კობახიძეს შეხვდება
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში იმყოფება. მას ამ წუთებში ორბელიანის სასახლეში ელოდებიან, სადაც დაგეგმილია შეხვედრები "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში ალიევი ჯერ მიხეილ ყაველაშვილს, შემდეგ კი ირაკლი კობახიძეს შეხვდება. შეხვედრების მთავარი თემებია შუა დერეფნის განვითარება, ენერგეტიკული თანამშრომლობა და ტვირთების ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით სომხეთში.
ვიზიტის პარალელურად აქტუალურ საკითხად რჩება დავით გარეჯის თემა, რომელიც წლების განმავლობაში მოუგვარებელია. ადგილზე არსებული ვითარება კვლავ პრობლემურია, მათ შორის ტაძრებთან მისასვლელი გზების ხელმისაწვდომობის საკითხიც.
ცნობილია, რომ შეხვედრების დასრულების შემდეგ, 14:00 საათზე მხარეები განცხადებებს გააკეთებენ.