აფგან სადიგოვის საქმე - “ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ საქართველოს საერთაშორისო სამართალი არ დაურღვევია

06.04.26 15:32
აფგან სადიგოვის საქმე - “ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ საქართველოს საერთაშორისო სამართალი არ დაურღვევია

აფგან სადიგოვის საქმე - “ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ საქართველოს საერთაშორისო სამართალი არ დაურღვევია.

მათი თქმით, სადიგოვი ქვეყნიდან იმის გამო იქნა გაძევებული, რომ სასამართლომ გაითვალისიწინა მის მიერ ჩადენილი და დანაშულების რაოდენობა.

საქართველოს საერთაშორისო სამართალი არ დაურღვევია, ის აღკვეთი, რაც იყო, მასზე დროებით შეჩერებული, სასამართლოს გადაწყვეტილებას ვგულისხმობ, არ დარღვეულა. ადამიანი არა ექტრადირების წესით გადაეცა წარმოშობის ქვეყანას, არამედ, ის იქნა გაძევებული იმის გამო, რომ არაერთხელ, საქართველოში ყოფნის დროს, დაარღვია კანონი. საფრთხე იმის, რომ მისი ქვეყნიდან გაძევებას, მისი დაპატიმერბა მოჰყვებოდა, აღმოფხვრილი იყო, რადგან თავად აზერბაიჯანმა დაადასტურა, რომ მის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა. შესაბამისად, სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოს მხრიდან, სრულად იქნა შესრულებული, - ამბობს ბოჟაძე.

 დავით მათიკაშვილიც, ბოჟაძის მსგავსად, ამტკიცებს, რომ ის ვალდებულება, რაც საქართველოს ჰქონდა აღარ არსებობს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰქონდა კონკრეტული დათქმა, მითითება, საქართველოსთან მიმართებით, რაც გაქარწყლდა. ის ვალდებულება, რაც ჰქონდა საქართველოს, აღარ არსებობს, რადგან ამ მოცემულობას სამართლებრივი საფუძველი მოაკლდა. შესაბამისად, პოლიტიკური ბმულის მოგონება, ამ თემასთან დაკავშირებით, არის მანიპულაცია, - განაცხადა მათიკაშვილმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლემ 5 აპრილს, გამთენიისას მიიღო. მის ექსტრადიციას აზერბაიჯანი თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა.

სადიგოვი თბილისში მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილე იყო და ბოლო წლებში რამდენჯერმე დააკავეს, მათ შორის გზის გადაკეტვის ბრალდებით. 2024 წელს მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში კრიტიკული პოზიციის გამო იდევნება და ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის საფრთხე ემუქრება. პატიმრობის პერიოდში სადიგოვი 141 დღე შიმშილობდა.

 

მსგავსი სიახლეები