სააკაშვილის კითხვა ნოღაიდელს: „ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?“

06.04.26 17:54
სააკაშვილის კითხვა ნოღაიდელს: „ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?“

„ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?“  - შესაბამისი კითხვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ზურაბ ნოღაიდელს დაუსვა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, 7 ნოემბრის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა.

მესამე პრეზიდენტის თანახმად, საცხოვრებელი, რომელშიც ჟვანია გარდაცვლილი ნახეს, ვასილ მაღლაფერიძემ იქირავა.

მიხეილ სააკაშვილი: ვისი ნაქირავები იყო ბინა რომელშიც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა
ზურაბ ნოღაიდელი: არ ვიცი
მიხეილ სააკაშვილი:  ვისი და ვასილ მაღლაფერიძის ზურა. როგორ არ იცი. 

სააკაშვილიმა კითხვა 2007 წლის 4 ნოემბრის თათბირთან დაკავშირებითაც დასვა, რომლის თაობაზეც ნოღაიდელის მტკიცებით მას ვასილ მაღლაფერიძემ უთხრა. სააკაშვილი დაინტერესდა, აღნიშნულის ჩანაწერი თუ გააკეთა მაღლაფერიძემ, რაზეც ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ამას სასამართლო გაარკვევდა.

სააკაშვილმა ასევე, ყურადღება გაამახვილა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილისა და მისი გარემოცვის რუსეთთან კავშირებზე. 

მინდა გკითხო, პატარკაციშვილზე როცა საუბრობ, იცოდი, თუ არა რომ ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან?[...] მოიცა, პატარკაციშვილის ფული ხომ იყო რუსული წარმოშობის, მისი დაცვის უფროსი ხომ იყო „ეფესბეს“ აგენტი?“ - მიმართა მას სააკაშვილმა, რაზეც ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ის რუსეთიდან დევნილი იყო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დროს სააკაშვილი და ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი ერთმაენთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. "აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე, დაეგდე" - ისმის ჩანაწერში, რომელიც ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე გავრცელდა. 

7 ნოემბრის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ ნოღაიდელს სააკაშვილმა კითხვები დაუსვა, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა რაც სააკაშვილმა მოწმეს 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში ჩასვლასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა და აღნიშნა, რომ "საქართველო რუსეთთან დაასმინა".