სახდეპის ვიზიტი საქართველოში - "ოცნება" აშშ-ს მაღალჩინოსნებთან სავარაუდოდ, ივანიშვილის სანქცირების საკითხზეც ისაუბრებს
არ არის გამორიცხული რომ "ქართულმა ოცნებამ" შეერთებული შტატების დელეგაციასთან, რომელიც საქართველოში სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჩამოვა, ბიძინა ივანიშვილის სანქცრების საკითხზე ისაუბროს.
ლადო ბოჟაძემ დღეს იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი "ცალკე გამოიყოფა".
"ოცნების" წევრის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, შეერთებული შტატების მიერ ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები "მაშინაც უსამართლო იყო, როცა იყო და ახლაც უსამართლოა, როცა ის დარჩა".
რესურსი იმისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, აღდგეს სუფთა ფურცლიდან, ნულიდან, როგორც ამბობენ ხოლმე, ამის რესურსი ნამდვილად არსებობს.
რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ველოდებით კიდევ ერთ დელეგაციას, ეს თავად "ქართულმა ოცნებამ" დაადასტურა. თუ მათ ექნებათ სურვილი მათ შორის ჩვენ საპარლამენტო ოპოზიციასთან, თუ რადიკალურ ოპოზიციასთან შეხვედრის, ბუნებრივია, ჩვენც მზად ვართ, ალბათ სამოქალაქო სექტორთან, ალბათ მედიისაც.
ივანიშვილის სანქციები მაშინაც უსამართლო იყო, როცა იყო და ახლაც უსამართლოა, როცა ის დარჩა, თუმცა ის დარჩა პაკეტთან ერთად.
შეიძლება ამ ვიზიტის მერე ითქვას კიდევაც და ცალკე გამოიყოს ივანიშვილის საკითხი. მე მოლოდინი მაქვს, რომ ამერიკის დელეგაცია დარწმუნდება იმ სიმართლეში, რაც რეალურად არსებობს ჩვენ ქვეყანაში," - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
"პირველების" ინფორმაციით, მომავალ კვირას საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას ელოდებიან.
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა.
„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.