დაცვის მხარემ 73 წლის პენიონერის მკვლელობაში ბრალდებულის 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა

06.04.26 19:27
დაცვის მხარემ 73 წლის პენიონერის მკვლელობაში ბრალდებულის 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა

 

 

73 წლის დავით ნოზაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიამ პატიმრობაში გაუშვა - ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. 

დაცვის მხარე მანიას 10 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. თავად მანია დუმილის უფლებას იყენებს. 

შემთხვევა სამ აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მოხდა. ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებულსა და მოკლულს სამეურნეო ბიზნესი ჰქონდათ. 

ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ეს სამიანობა გახდა დაპირისპირების მიზეზი. ბრალდების მხარის თქმით, დაკავებულმა პენიონერს 5 ჭრილობა თავის არეში ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. 

73 წლის კაცის ცხედარი მეთევზეებმა იპოვეს - პოლიციამ დანაშაულის იარაღი, დანა უკვე ამოიღო.