ქვეყნის ღალატში სააკაშვილმა ნოღაიდელი გამოკითხვის დროს ამხილა - მესამე პრეზიდენტსა და მისი მთავრობის პრემიერის დაპირისპირების დეტალები

06.04.26 20:11
ქვეყნის ღალატში სააკაშვილმა  ნოღაიდელი გამოკითხვის დროს ამხილა - მესამე პრეზიდენტსა და მისი მთავრობის პრემიერის დაპირისპირების დეტალები

ქვეყნის ღალატში მიხელ სააკაშვილმა ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხვის დროს ამხილა. მესამე პრეზიდენტსა და მისი მთავრობის პრემიერ ზურაბ ნოღაიდელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ლამის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. ვითარების განმუხტვა დარბაზში მანდატურებსა და ადვოკატებს მოუწიათ. ინციდენტი სხდომათა დარბაზში ნოღაიდელის ჩვენებას მოჰყვა, ვითარება განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც სააკაშვილმა ნოღაიდელს კითხვა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პუტინთან შეხვედრების შესახებ დაუსვა. 

ნოღაიდელის პასუხს დარბაზში ხმაური მოჰყვა. ისმოდა შეძახილები - "მოღალატე" და "რუსეთის მონა". წყობიდან გამოსულმა ექს-პრემიერმა დარბაზში მყოფებს აგინა, საპასუხოდ მესამე პრეზიდენტმა ნოღაიდელი ვლადიმირ პუტინთან კავშირში დაადანაშაულა.მესამე პრეზიდენტისთვის მთლიანად ეს საქმე ამერიკის მიერ фсб-სთან თანამშრომლობის გამო სანქცირებული ფარცხალაძის მიერ არი შეკერილი.

ზურაბ ნოღაიდელი 7 ნოემბრის საქმეზე პროკურატურის საკვანძო მოწმეა, მან სასამართლოს დღეს ვასილ მაღლაფერიძისგან მიწოდებული ინფორმაცია მოუყვა, თითქოს სააკაშვილმა 4 ნოემბერს თათბირზე დააანონსა, რომ 7 ნოემბერს აქციას დაარბევდნენ.​

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში