მოლაპარაკებები ივანიშვილის რეზიდენციაში - რა სტატუსით შეხვდა ალიევი ივანიშვილს

06.04.26 20:19
მოლაპარაკებები ივანიშვილის რეზიდენციაში - რა სტატუსით შეხვდა ალიევი ივანიშვილს

არც ერთი სიტყვაა გარეჯზე - ალიევი-კობახიძის ერთობლივი პრესკონფერენცია ისე დასრულდა, რომ მთავრობის მეთაურს გარეჯზე სიტყვაც კი არ უთქვამს. არადა დავით გარეჯის კამპანია ივანიშვილის პარტიამ ჯერ კიდევ 5 წლის წინ დაიწყო. დააკავეს ხალხი და ქართული მიწების დათმობაში წინა ხელისუფლება დაადანაშაულეს. ახლა შედეგი ის არის, რომ ჩიჩხიტურის და აღდგომის ტაძრებში მომლოცველები ვეღარც კი ადიან. "ქართულ ოცნება" კი ამ თემაზე გაჩუმდა. 

რატომ არ არის დავით-გარეჯის საკითხი "ქართული ოცნების" პრიორიტეტი? - ეს კითხვა ვერ დავსვით, რადგან კობახიძე-ალიევის პრეს-კონფერენციას მხოლოდ აზერბაიჯანელი ჟურნალისტები დაასწრეს. უპასუხოდ დარჩა კითხვა საქართველოს როლზე შუა დერეფანშიც. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი გაძლიერდება.

არადა რამდენიმე თვის წინ, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ალიევი ამბობდა, რომ ზანგეზურის დერეფნის სრულად ამოქმედების შემდეგ, საქართველოზე ტვირთების გადატანის აუცილებლობა აღარ იქნებოდა. ეს იყო პოლიტიკური სიგნალი ოფიციალური თბილისისთვის, რომ საქართველოზე გამავალი დერეფანი უალტერნატივო აღარ არის.

თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული ალიევი, ჯერ ყაველაშვილს, შემდეგ კობახიძეს და ბოლოს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში