"ოცნების" ყოფილი მაჟორიტარი კორპუსებს აშენებს, მისი ბიზნესპარტნიორები "ოცნებას" დიდ ფულს ჩუქნიან

06.04.26 20:46
"ოცნების" ყოფილი მაჟორიტარი კორპუსებს აშენებს, მისი ბიზნესპარტნიორები "ოცნებას" დიდ ფულს ჩუქნიან

"ოცნების" ყოფილი მაჟორიტარი კორპუსებს აშენებს, მისი ბიზნესპარტნიორები "ოცნებას" დიდ ფულს ჩუქნიან - ეს მხოლოდ ერთი ამბავია ბათუმიდან. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს კვლევას იმ დეველოპერებზე, ვინც ივანიშვილის პარტიის გულუხვი დამფინანსებელია. ხვიჩა შარაშიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატია, მისმა ბიზნესპარტნიორმა ლევან მჟავანაძემ 240 ათასი ლარი აჩუქა "ოცნებას". "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევის მიხედვით, მათი სამშენებლო ბიზნესი სწორედ შარაშიძის დეპუტატობისას "აყვავდა".  

ოცნების ექს-დეპუტატმა ლევან მჟავანაძესთან ერთად 2 კორპუსი ააშენა, 43 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობით. მჟავანაძეს სხვა კომპანიებიც აქვს, მას ბიზნესპარტნიორებთან ერთად ჯამში 625 ათასი ლარი აქვს "ქართული ოცნებისთვის" შეწირული. სამშენებლო სამუშაოების წარმოების და შემოწირულობის გაღების პერიოდი ერთმანეთს ემთხვევა. ახლაც ბათუმის მასშტაბით 5 პროექტს აშენებს. "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" ფიქრობენ, რომ ეს პოლიტიკური გავლენების დახმარებით ხდება.

ბათუმიდან ერთი ბიზნესჯგუფის საქმე ყველაფერი არ არის. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სამშენებლო ბიზნესში "ოცნების" მაჟორიტარის წარმატება დიდი სქემის ნაწილია - აწყობილია სისტემა, სადაც პოლიტიკური გავლენები და პარტიის დაფინანსება ბიზნესის განვითარების საწინდარია.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში