ირაკლი კუპრაძე: ალიევის ვიზიტმა დეკონსტრუქცია გაუკეთა "ოცნების" ძალაუფლებრივ ვერტიკალს, სადაც არავინ ივანიშვილის გარდა არაფერს არ წარმოადგენს

06.04.26 22:13
ირაკლი კუპრაძე: ალიევის ვიზიტმა დეკონსტრუქცია გაუკეთა "ოცნების" ძალაუფლებრივ ვერტიკალს, სადაც არავინ ივანიშვილის გარდა არაფერს არ წარმოადგენს

 

 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, დღეს, საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტმა "დეკონსტრუქცია გაუკეთა "ქართული ოცნების" ძალაუფლებრივ ვერტიკალს, სადაც არავინ ივანიშვილის გარდა არაფერს არ წარმოადგენს".

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დარჩა იმის განცდა, რომ "როგორც ივანიშვილი ამბობდა ირაკლი ღარიბაშვილზე - "რაც გინდათ ის დაუძახეთ", ზუსტად იგივეა დღეს ივანიშვილისთვის კობახიძე".

რაც შეეხება ვიზიტს და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობას საქართველოში, ერთადერთი რამ რაც მე დღეს დამრჩა, სხვა საჯაროდ არაფერი არ თქმულა, დამრჩა განცდა, რომ როგორც ივანიშვილი ამბობდა ირაკლი ღარიბაშვილზე - "რაც გინდათ ის დაუძახეთ", ზუსტად იგივეა დღეს ივანიშვილისთვის კობახიძე. კადრებმაც კი გააშიშვლა, დეკონსტრუქცია გაუკეთა "ქართული ოცნების" ძალაუფლებრივ ვერტიკალს, სადაც არავინ ივანიშვილის გარდა არაფერს არ წარმოადგენს. 

შემდეგ წუხან ხოლმე, რატომ არ ლაპარაკობთ კობახიძეზე, როგორც მთავარ მიზანზე? იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში კობახიძე არის მუდმივი ცვლადი, ჩანაცვლებადია, როგორც იყო ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები. 

დღეს ჩვენ ვნახეთ ალიევი და ივანიშვილი, რომლებიც მიდიოდნენ წინ და უკან კუდამოძუებული მისდევდა, მიჩანჩალებდა სინამდვილეში ქვეყნის პირველი პირი. 

ამ ვითარებაში უბრალოდ დეკონსტრუქცია მოხდა უბრალოდ იმ ძალაუფლებრივი ვერტიკალის, რაზეც დგას "ქართული ოცნება" - ივანიშვილი, ფინანსები და რეპრესიები," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი იმყოფება.