"ოცნება" აშშ-სთან ურთიერთობას ვერ აღადგენს" - დიმიტრი ცქიტიშვილი

06.04.26 22:51
"ოცნება" აშშ-სთან ურთიერთობას ვერ აღადგენს" - დიმიტრი ცქიტიშვილი

პოლიტიკოსის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ ურთიერთობას ვერ აღადგენს. 

მისი თქმით, "სტრატეგიული ურთიერთობა კი არ დაპაუზდა, გაჩერებულია" და ასე მალე არ აღდგება. 

დიმიტრი ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკას სჭირდება შეთანხმებული პოლიტიკა - "სტრატეგიული ხაზი თუ იცვლება ყოველ წუთას და ყველა ხელისუფლების ცვლილებით, ან ცალკეული ადამიანის - დილით როგორ გაიღვიძებს იმის მიხედვით - შენ არამდგრადი ხარ".

მისივე განცხადებით, საქართველომ სანდო პარტნიორის სტატუსი დაკარგა - "გარანტია, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს აწი ხელისუფლებაში, ეს პოლიტიკა არ შეიცვლება".

რაც არ უნდა ურთიერთობები იყოს, სტრატეგიული ურთიერთობა კი არ დაპაუზდა, გაჩერებულია, გაჩერებული ნიშნავს, რომ... არ აღდგება, ესე მალე არ აღდგება. როგორც ამ დარგის პროფესიონალი გეუბნებით, რომ იმისთვის, რომ სტრატეგიული ურთიერთობები აღდგეს, ამას სჭირდება რამდენიმე მთავრობის, ეტაპების თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა.

ზოგადად, საგარეო პოლიტიკას სჭირდება ერთგვარი კონსესუსები, ერთგვარი შეთანხმებული პოლიტიკა, მაგალითად გერმანიაში საგარეო პოლიტიკა 40 წელი არ იყო შეცვლილი, ახლა შეიცვალა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მერე. 

არა, სტრატეგიულ ხაზებზეა საუბარი. სტრატეგიული ხაზი თუ იცვლება ყოველ წუთას და ყველა ხელისუფლების ცვლილებით, ან ცალკეული ადამიანის - დილით როგორ გაიღვიძებს იმის მიხედვით - შენ არამდგრადი ხარ ჩემთვის, როგორც პარტნიორი და არასტაბილური.

მინიმუმ, მე რაც ვიცი 2019 წლიდან დღემდე, აშშ, მისი ელჩი "ქართულმა ოცნებამ" ურთიერთობაში, შეთანხმება-პოლიტიკაში გადააგდო მინიმუმ 5-6-ჯერ, ფუნდამენტურად გადააგდო, ის არ არის სანდო პარტნიორი და ყველაზე ცუდი რაც მოხდა, საქართველოში რაც 30 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ურყევი თანმიმდევრულობა, ჩვენ ვიყავით სანდო პარტნიორი 30 წლის განმავლობაში, სანდო პარტნიორის სტატუსი დავკარგეთ. ეს რომ აღვიდგინოთ, ჩვენ უნდა მივცეთ გარანტია, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს აწი ხელისუფლებაში, ეს პოლიტიკები არ შეიცვლება. პარტნიორობის პოლიტიკა. ის კი არა, რომ აუცილებლად ვიღაცის ქვეშ ვიქნებით, მაგას არ გულისხმობს, ეს გულისხმობს, რომ ჩვენი  პარტნიორული და ღირებულებათა ორიენტირები არ შეიცვლება. [...]

ხვალ რომ მოვიდეს ხელისუფლებაში ოპოზიცია მთლიანად, მარტივად ვერ შეძლებას [ურთიერთობების] გადატვირთვას, მას სჭირდება ფუნდამენტური, ინსტიტუციური გარანტიები, რომ საქართველო რჩება თავის პოლიტიკურ ხაზზე და ამას ცალკეული პოლიტიკოსის გამოხტომები, ან პირადი ინტერესები ვერ შეატრიალებს," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.