არც ერთი სიტყვა გარეჯზე - ალიევის ვიზიტი ისე დასრულდა, რომ "ოცნების" ლიდერებს გარეჯზე სიტყვაც კი არ უთქვამთ

06.04.26 22:58
არც ერთი სიტყვა გარეჯზე - ალიევის ვიზიტი ისე დასრულდა, რომ "ოცნების" ლიდერებს გარეჯზე სიტყვაც კი არ უთქვამთ

არც ერთი სიტყვაა გარეჯზე - აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ისე დასრულდა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებს გარეჯზე ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ.

გარეჯი არ უხსენებია არც ირაკლი კობახიძეს ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც მხოლოდ აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ესწრებოდნენ. 

ცნობისთვის, დავით გარეჯის კამპანია ივანიშვილის პარტიამ ჯერ კიდევ 5 წლის წინ დაიწყო. "ოცნებამ" რამდენიმე ადამიანი დააკავა და ქართული მიწების დათმობაში წინა ხელისუფლება დაადანაშაულა.

დღეს, ჩიჩხიტურის და აღდგომის ტაძრებში მომლოცველები ვეღარ ადიან. 

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში